”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მხარდამჭერებს მოუწოდებს, მეორე ტურში მხარი დაუჭირონ არა პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს

პოლიტიკური გაერთიანება ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიმართვას ავრცელებს.

პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, მეორე ტურში მხარი დაუჭირონ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს.

”მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” პოზიცია ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ცნობილია – მიგვაჩნია, რომ არჩევნები ჩატარდა მძიმე დარღვევებით და რეალურად შეფერხდა ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლინება, როგორც პროცესუალურად, ისე შედეგების თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, “სახელმწიფო ხალხისათვის” მოუწოდებს მხარდამჭერებს, მიიღონ გადაწყვეტილება თავისუფალი ნებით, საკუთარი სინდისისა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით და მხარი დაუჭირონ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს, რომელნიც უკეთეს მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო პროცესში და ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებაში. ამომრჩეველმა კარგად უნდა გააცნობიეროს ქვეყნის წინაშე არსებული საჭიროებები, საფრთხეები და პრობლემები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ეს ცხადია არის გაყალბება და მეორე ტურში ჩვენ ამას არ დავუშვებთ”
შემდეგი სტატია“ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, დასავლურ ერებთან ინტეგრაციის მისწრაფება შეინარჩუნოს”