პაატა ბურჭულაძე: პროდასავლური ძალები უნდა გაერთიანდნენ

ბლოკში „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ დღეს შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელზეც გადაწყდება დარჩებიან თუა არა „ახალი მემარჯვენეები“ და „ახალი საქართველო“ აღნიშნულ ბლოკში. შეხვედრის დაწყებამდე პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით ბლოკში არის ერთსულოვნება და მასაც დიდი სურვილი აქვს, რომ გაერთიანება არ დაიშალოს:
სამივე პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ბლოკი არ უნდა დაიშალოს და უნდა მოხდეს ასევე ხვა პროდასვლური პოლიტიკური ძალების ერთობა და მეტი კონსოლიდირება.

„ჩემი სურვილიც არის, რომ შენარჩუნდეს ბლოკი, რადგან ძალიან კარგი და ჯანსაღი ბლოკია. ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ ბლოკს, უნდა დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. პარტიაში ყველას ერთსულოვნად გვსურს, რომ ბლოკი შენარჩუნდეს. პროდასავლური ძალები რა თქმა უნდა უნდა გაერთიანდნენ, ერთუსლოვნება უნდა იყოს საერთოდ საქართველოში. დღეს ჩვენ გვაქვს სხვა სურათი, საქართველოს 4 პროცენტს უნდა დასავლეთისკენ, პარლამენტი კი ჩამოყალიბდა ისეთი, რომე;საც უნდა ჩრდილოეთისკენ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშილიტერატურის დარგში ნობელის პრემია მომღერალმა ბობ დილანმა აიღო
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: არაფერს გამოვრიცხავ, გარდა ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობისა