პაატა ბურჭულაძე პრემიერ-მინისტრობას აპირებს

burchulaze„არ არის გამორიცხული, რომ მე პრემიერ-მინისტრად მოვევლინო ამ ქვეყანას. გულახდილად ვამბობ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომ დავიწყო და მერე აპოლიტიკური გავხდე და გადავიდე ჩრდილში,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მისი განცხადებით, პარტიას “სახელმწიფო ხალხისთვისს”, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, პრო-ევროპული კურსი აქვს, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში საუკუნეებია არასწორი პოლიტიკა არსებობს.
იმას, რომ მის გუნდში შესაძლებელია “ნაციონალური მოძრაობიდან” წასული გიორგი ვაშაძე და ახალგაზრდა რეფორმატორების ლიდერი, ირაკლი ღლონტი გაწევრიანდნენ, ბურჭულაძემ უარყო და თქვა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას ის არ აპირებს და არჩევნებზე პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” დამოუკიდებლად გავა.
„ჩვენ ვაპირებთ აბსოლუტური უმრავლესობით მოსვლას,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ, “კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპარიზში ელ-ჭექამ 11 ადამიანი დააზიანა
შემდეგი სტატიაეგვიპტური A320-ის კატასტროფაზე მედიას ახალი ვერსია აქვს