პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. ბურჭულაძე გამოსაკითხად ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზეა დაბარებული.

„საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 13 დეკემბერს, მოწმის სახით გამოსაკითხად გამოძახებულია ააიპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანა“-ს დამფუძნებელი – პაატა ბურჭულაძე. საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს. უწყება პირის მოწმის სახით გამოძახების შესახებ, პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრს ჩაბარდა დღეს 11 დეკემბერს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაშიროგორი იქნება ორბელიანის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ
შემდეგი სტატია,,თითოეული ჩუქურთმა, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, უნდა შემოვინახოთ, აღვადგინოთ და მოვეფეროთ”