პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილეებს შეუერთდა

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილეებს შეუერთდა. მან სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო შიმშილობა.

ბურჭულაძემ „მთავარი არხის“ ეთერში ბიბლიოთეკაში გამოფენილი სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი ჩამოხსნა და ჩაიცვა.

„მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ პიჯაკს ვიცვამ და მინდა, რომ ამ პიჯაკმა გააგრძელოს ცხოვრება, მინდა ვუსურვო, რომ ამ პიჯაკმა თავისი პატრონი იპოვოს ძალიან ჩქარა და ასეც იქნება. თუ ჩვენი პრეზიდენტი გვიყურებს ახლა, ბატონო პრეზიდენტო, მე დავიწყე და ახლა ეს პიჯაკი შენი გასაგრძელებელია და შენ უნდა მოიარო მთელი მსოფლიო ამ პიჯაკით, ისევ გააცნო საქართველო, როგორც კარგი და წარმატებული ქვეყანა. მე მგონი, არ მიწყენს პრეზიდენტი, რომ ეს პიჯაკი ჩავიცვი“, – განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, იშიმშილებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მულტიფუნქციურ კლინიკაში. პაატა ბურჭულაძის თქმით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა სიმბოლური ადგილია და უცხოეთის უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს.

banner
წინა სტატიაშიმაია ბუწაშვილი: “თუ ციხეს გამართული ლაბორატორია აქვს, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ნიმუშების ტრანსპორტირება სხვაგან რატომ ხდება”
შემდეგი სტატიაშავღელეში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა დასრულდა