პაატა ბურჭულაძე: ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას, გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას

„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა.

პაატა ბურჭულაძემ ხმა საბურთალოს რაიონში 61-ე საარჩევნო უბანზე მისცა, სადაც შვილიშვილთან და პარტიის წევრებთან ერთად მივიდა.

„ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას, გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას. ვფიქრობ, დღეს იქნება დიდი აქტიურობა. გთხოვთ ყველას, არ დაიზაროთ და მოდით არჩევნებზე. ხვალ დილით უკვე იქნება გვიან. მოდით და ის 4 წელი, რომელიც მოდის არ გავიფუჭოთ, რათა გქონდეთ ბედნიერი მომავალი”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე: ერთად მოვუღოთ ბოლო უპატრონობას
შემდეგი სტატია“ივანიშვილს ხელისუფლება მშვიდად უნდა ჩამოვართვათ”- გიგა ბოკერიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა