პაატა ბურჭულაძე – კარზე მოგვადგა თავისუფლება და ევროპა, ექვსი დღე გვაშორებს – მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვედით, ამით „ქართულ ოცნებას“ გავუადვილებთ, აღიაროს, რომ არჩევნები წაგებული აქვს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვედით – ამით „ქართულ ოცნებას“ გავუადვილებთ, აღიაროს, რომ არჩევნები წაგებული აქვს, – ამის შესახებ საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ აქციაზე „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს თავისუფლებასა და ევროპასთან დაახლოებას ექვსი დღე აშორებს.

„კარზე მოგვადგა თავისუფლება და ევროპა – ექვსი დღე გვაშორებს თავისუფლებასა და ევროპასთან დაახლოებას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვედით. ამით „ქართულ ოცნებას“ გავუადვილებთ, აღიაროს, რომ არჩევნები წაგებული აქვს. მე არ ვიცი, რომელი იქნება ვაჟკაცი, ვინც გამოვა და იტყვის – დიახ, ჩვენ არჩევნები წავაგეთ და ძალაუფლება ქართველ ხალხს გადაეცემა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს რაც შეიძლება მალე, 27 ოქტომბერს მოხდება. 27-ში ჩვენ დიდი გამარჯვების დღე გვაქვს. მე დღეს პატივი მაქვს, აქ საქართველოს ჰიმნი შევასრულო“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ზენონი: მივდივართ არჩევნებზე საქართველოს ევროპული მშვიდობისთვის
შემდეგი სტატიალომჯარია: დასავლური ცივილიზაცია თვალს გვადევნებს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი ხალხის სათქმელსა და არჩევანს