პაატა ბურჭულაძე: კაციობრიობა ვითარდება, საქართველო კი მსოფლიოს ჩამორჩა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძვნებლის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, კაციობრიობა ვითარდება საქართველო კი მსოფლიოს ჩამორჩა.

ამის შესახებ ბურჭულაძემ სასტუმრო „რედისონში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ფონდის ხედვები გააცნო.

„ამა წლის ნოემბერში საარსებო შემწეობის მისაღებად რეგისტრაციას მილიონნახევარზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმი მოსახლეობის 42% თავს ღატაკად მიიჩნევს. აქედან 371 ათასმა ადამიანმა მიიღო შემწეობა 60 ლარის ოდენობით და მილიონ 200 ათასი ადამიანს ამ შემწეობაზე უარი ეთქვა. ბევრი ისევ მოლოდინის რეჟიმშია, რომ მიაღწიოს საპენსიო ასაკს. პენსია კი არის 160 ლარი, რომელიც ამ ოჯახების შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ამის პარალელურად ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეკონომიკა ვითარდება და ვალუტა სტაბილურია“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ხელისუფლების არასათანადო დამოკიდებულებით უკმაყოფილოა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ასეთ ადამიანებს მხოლოდ 45 ლარიან შემწეობას აძლევს.

„2013 წელს საქართველოს ეკონომიკა 3,3%-თ გაიზარდა, 2014 წელს – 4,6%-ით, 2015 წელს -მხოლოდ 2%-ით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით გაიზრდება. ამ ტემპებით 15 წლის შემდეგ ისე შორს ვიქნებით განვითარებული სამყაროდან, როგორც არასდროს ჩვენი სამყაროს ისტორიაში. ჩვენ ვერასოდეს მივუახლოვდებით ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ რეგიონში სტაბილური ვითარებაა და ჩენ კარგად ვითარდებით“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში „ქართული ოცნების“ დახურული სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე: ყველა მონდომებულია, რომ გადაწყვეტილებები იყოს ძალიან სწრაფად მიღებული