პაატა ბურჭულაძე: ჯერ არ ვაპირებ არსად წასვლას

„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა პოლიტიკური გაერთიანების დატოვებას.

როგორც პაატა ბურჭულაძე აცხადებს, ჯერ არაფერს აპირებს.

„უნდა დავჯდეთ, მოვილაპარაკოთ, მოვითათბიროთ. ჯერ არ ვაპირებ არსად წასვლას. როგორც კი დავაპირებ, გეტყვით. ყველაფერია შესაძლებელი, გარდა მაგისა, რომ პარტია დაიშალოს. პარტია არ დაიშლება, ეს გამორიცხულია. ერთადერთი პარტიაა, რომელსაც შეუძლია, რაღა გააკეთოს ჯანსაღი ამ ქვეყანაში და ამიტომაც არ დაიშლება”, – აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

banner
წინა სტატიაშიცესკო: “პატრიოტთა ალიანსს” ამ დროისთვის ხმების 5% აქვს
შემდეგი სტატიაკობა ხაბაზი სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება