პაატა ბურჭულაძე: ივანიშვილი ყველას უყურებს ლარში და დოლარში

“მე არ მომწონს ივანიშვილის კაცობა, ის ყველას უყურებს ლარში და დოლარში”-აცხადებს მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრას იხსენებს და იმ ძირითად თემებს იხსენებს, რაზეც მათ ერთმანეთში ისაუბრეს.

“ბიძინა ივანიშვილი პირველად გავიცანი დედაჩემის პანაშვიდზე, როცა ის ჩემთან მოვიდა. შემდეგი შეხვედრა იყო სამების ტაძარში, წირვის დროს, სადაც ასევე ძალიან მოკლე საუბარი გვქონდა. მე ვუთხარი, -ბატონო ბიძინა მე თქვენ გემხრობით და მხარს გიჭერთ.

2012 წელს მისი რეალური მხარდამჭერი ვიყავი, იმტომ რომ მინდოდა შეცვლილიყო “ნაციონალური მოძრაობა”, რადგან იმ ყველაფერთან ერთად, რაც გააკეთეს კარგი, ბევრი ცუდიც იყო.

მესამედ შევხვდი პატრირქთან, მაშინ გვქონდა ჩვენ საუბარი, მითხრა შენ პრეზიდენტი იყავი და მე ვიქნები პრემიერიო. მე ვუპასუხე, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო, მაგრამ მე მქონდა ჩემი კარიერა. არც აცია, არც აცხელა და მკითხა-ფინანსებზე თუა საქმე, მაგაზე არ იფიქრო, აგერ კახი კალაძეს 8 მილიონი მივეცი ბანკისთვისო.

კახი მისი მარჯვენა ხელი იყო, სარგებლობდა მისი გავლენებით, ავტორიტეტით და უცებ ასეთი რამ მითხრა. შეიძლებოდა 10-იც მიეცა, 20-იც, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ მე რატომ მიყვები? მაშინ მივხვდი, რომ ამ ადამიანთან ყველა ფასდება ლარში და დოლარში. მისთვის წარმოუდგენელია, რომ შეიძლება ვიღაცამ უარი უთხრას. მაშინ დაკრა პირველმა ზარმა ჩვენს შორის. მერე იყო შეხვედრა ჩემს მეგობრებსა და მის მეგობრებს შორის, სადაც მან გააჟღერა, რომ ბურჭულაძემ მოითხოვა 50 მილიონი და მე არ მივეციო.

მე არ მომწონს ბიძინა ივანიშვილის კაცობა, მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. მისი მიდგომები. მე მალევე ვიგრძენი, რომ ქვეყანა მიდიოდა ჭაობისკენ, რადგან ქვეყანას კი არ გრძნობს ეს ადამიანი, უბრალოდ ყველაფერზე ვაჭრობს. ეს ამდენი, ის იმდენი. “-აცხადებს პაატა ბურჭულაძე “არჩევანში”.

banner
წინა სტატიაშიტრამპის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე – ძირითადი თეზისები
შემდეგი სტატია“გირჩი” არის ივანიშვილის – პაატა ბურჭულაძე