პაატა ბურჭულაძე : ივანიშვილი იგივე ლექსიკას იყენებს, რასაც სააკაშვილი მიმართავდა

არასამთავრობო სექტორს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე.

ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრემიერმა განაცხადა, რომ არასამთავრობოებმა სამოქალაქო საზოგადობა გარყვნეს ბურჭულაძის განცხადებით, ივანიშვილის კრიტიკა არასამთავრობო სექტორმა იმიტომ დაიმსახურა, რომ ექსპრემიერი განსხვავებულ აზრს ვერ იტანს.

”სუსტია ხელისუფლება, რომელსაც კრიტიკის მოსმენა არ შეუძლია. ასეთი იყო ”ნაციონალური მოძრაობა” და ასეთია დღეს ”ქართული ოცნებაც”. პირადად ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს ვერ ეგუება. ივანიშვილი იგივე ლექსიკას იყენებს, რასაც მიხეილ სააკაშვილი მიმართავდა საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. არც ერთი პასუხისმგებლიანი ლიდერი არ იკადრებს მთელი სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაოებენ ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაახასიათოს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირთან ასოცირების საგზაო რუკის პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიალევილის მამული საქართველოს გადმოეცემა