პაატა ბურჭულაძე: ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომ ჩვენი ფონდი პარტიად გადაიქცეს

“საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელ პაატა ბურჭულაძის თქმით, ის მოსახლეობას უახლოეს პერიოდში განუცხადებს, გადაიქცევა თუ არა მისი ფონდი პარტიად.

ბურჭულაძემ ბაღდათში ფონდის გახსნისას განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტბში უმძიმესი სოციალური ფონია და მოსახლეობა უიმედოდაა განწყობილი.

“ძალიან დიდი გაჭირვებაა ქვეყანაში, ძალიან დიდი უიმედობაა. რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ, მათ იმედები გავუღვივოთ, რათა მათ შეძლონ მომავალზე იმედის თვალით ცქერა. გვერდში მიდგას მთელი საქართველო. ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომ ჩვენი ფონდი გადაიქცეს პარტიად. თვის ბოლომდე მოგახსენებთ, ვიქცევით პარტიად თუ არა,”- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრობლემებია
შემდეგი სტატიაელისო კილაძე:”გიორგი ვაშაძე არის ვანო ჩხარტიშვილის სიძე(დისშვილის ქმარი)”