პაატა ბურჭულაძე: ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც განაგრძობს ბრძოლას

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც განაგრძობს ბრძოლას, რომელიც გაიმარჯვებს არჩევნებში და ბოლოს მოუღებს ოლიგარქულ ბრძოლას საქართველოში, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, „გირჩთან“ დაკავშირებით დამატებითი განცხადებების გაკეთებას არ აპირებს.

„მე არ ვარ ის ადამიანი, რომ დავიწყო კინკლაობა და ჭორაობა. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ის თანხები მოდიოდა ბიძინა ივანიშვილისგან. მე მეტსაც გეტყვით, თანხების გარდა იყო მთელი სქემა და ჩვენს გარშემო ჩატარებულიყო რაღაც თამაში, ეს გაიშიფრა და ამიტომაც ძალიან დროული იყო ის, რაც მე გადავწყვიტე. „გირჩის“ გუნდიდან ერთმა პიროვნებამ ყველაფერი გვითხრა“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძესთან რჩება
შემდეგი სტატიამამუკა კაციტაძე: 9 ოქტომბერი იქნება ელვარე და ლომფერი