პაატა ბურჭულაძე: “ჩვენ ხელისუფლებას ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ და ზუსტად 4 რიცხვში უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა”

“ჩვენ ხელისუფლებას ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ და ზუსტად 4 რიცხვში უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა”, – ეს განცხადება პაატა ბურჭულაძემ სამეგრელოში, კერძოდ კი წალენჯიხაში ვიზიტის დროს გააკეთა.

“რუსთაველის გამზირის” წარმომადგენელი მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდებს და მოქალაქეებს ურჩევს, რომ ყალბ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.

“სამეგრელოში ჩვენ ჩამოვედით იმიტომ, რომ მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი გეგმები. მე ვარ “რუსთაველის გამზირის” წარმომადგენელი, ეს არის მოძრაობა, რომელოც კეტავს უკვე 200 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირს. ჩვენი ჩამოსვლის მთავარი აზრია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დაივიწყოს, რომ ისინი არიან პოლიტიკოსები. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, როგორც მოქალაქეები 4 რიცხვში, როდესაც ეს თვითმარქვია მთავრობა აპირებს ჩაატაროს ე.წ. არჩევნები. ჩვენ ხელისუფლებას ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ და ზუსტად 4 რიცხვში უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა, სადაც მთელი სამეგრელო უნდა ჩამოვიდეს. მინდა მივმართო ყველას, ვისაც შეუძლია 4 რიცხვში უნდა ჩამოვიდეს თბილისში და ხმა მისცეს საქართველოს თავისუფლებას.

ბურჭულაძემ საქართველოს ყველა არჩევნებსა, თუ გარდამტეხ ცვლილებებში ხალხის როლზე ისაუბრა და საზოგადოებას დედაქალაქში, 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაგეგმილ ეროვნულ ყრილობაზე მოსვლისკენ მოუწოდა.

“ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციის ძალა. ეს ჩვენ პუნქტში გვაქვს ჩაწერილი და ეს არის ჩვენი კანონი. ის კანონები, რომლებსაც ატარებს და იღებს ეს ხელისუფლება, არის არაკანონიერი, იმიტომ, რომ თვითონ არიან არალეგიტიმურები. ჩვენ ვიყოთ ერთად, ჩამოდით 4-ში, ჩავატაროთ ყრილობა, ავიღოთ ხელიაუფლება ხელში და ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას და არა ვინმე უზურპატორმა ( ბიძინა ივანიშვილი მყავს მხედველობაში), რომელოც თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას. მართალია, ბრძოლით დავიღალეთ, მაგრამ ვიყოთ ერთად, ვიბრძოლოთ ბოლომდე. ჩვენ ვიყავით ფოთსა და სენაკში, მივდივართ ზუგდიდსა და ჩხოროწყუში, ახლა ვართ წალენჯიხაში და დღეს არ შემეძლო არ მოვსულიყავი გია ხარჩილავას საფლავზე, რომელიც ჩვენი მებრძოლი იყო”, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძემ და “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა წალენჯიხაში გია ხარჩილავას საფლავი მოინახულეს
შემდეგი სტატიაკრემერი: ოცნებას ეშინია თავისუფალი მედიის, რადგან მათ გადარჩენა მხოლოდ სიბნელეში შეუძლიათ