პაატა ბურჭულაძე: ბიძინა ივანიშვილი მატყუარაა და მისგან საჯარო ბოდიშს ვითხოვ

”ჩვენ ყველანი დაუყოვნებლივ შესაცვლელი, მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ, ჩვენს ქვეყანას მართავს არა მთავრობა, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელსაც შეუძლია საჯაროდ იცრუოს“ – ამის შესახებ „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბურჭულაძე ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

,,მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია, არავის აქვს უფლება სრულიად უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ მომაყენოს პირადი შეურაცხყოფა და შეეცადოს ჩემი ამომრჩევლისა და მთელი საზოგადოების მოტყუებას. ამით ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი ამხილა! ის არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა. მან დამაბრალა, თითქოს თანადგომა მთხოვა და სანაცვლოდ დიდი ფული მოვითხოვე, რაც სრული სიცრუეა! სხვა ყოველი წინადადება, რაც ჩემ შესახებ ბრძანა იყო, ასევე სიცრუე! და აქ მთავარია არა ის, რომ ივანიშვილმა იცრუა ჩემ შესახებ, არამედ ის, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც შეუძლია ასე უტიფრად მოატყუოს ხალხი. და ეს კაცი დღეს ჩვენ გვინიშნავს და გვიხსნის მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრებს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში შუახნის ქალბატონს ტრაილერი დაეჯახა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი პარტიებსა და ექსპერტებს ეკონომიკურ ფორუმზე ეპატიჟება