პაატა ბურჭულაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

პაატა ბურჭულაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. როგორც “თაიმერს” “პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდიდან” აცნობეს, 12-20 მარტს პაატა ბურჭულაძე ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის ლიდერებს შეხვდება. შეხვედრები დაგეგმილია სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.

ვიზიტის ფარგლებში პაატა ბურჭულაძე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, არასამთავრობო სექტორის და ბიზნეს წრეების წამომადგენლებს შეხვდება.

“საქართველოს განვითარების ფონდის” ინფორმაციით, ვიზიტი ხორციელდება ამერიკული მხარის ინიციტივით და ორგანიზებით. შეხვედრაზე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რეგიონში არსებული გამოწვევები და “პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის” სამომავლო გეგმები.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი ეკლესია დღეს მიტევების კვირას აღნიშნავს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა