პაატა ბურჭულაძე: „ასე კიდევ 4 წელი რომ გაგრძელდეს, ისე უკან წავალთ, რომ იქიდან ვეღარ გამოვალთ!“

მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე

paata_burchuladze_29893ჩვენი გუნდის კარი ყველასთვის, ვინც კი საქართველოსთვის კარგს გააკეთებს, ღიაა და მნიშვნელობა არ აქვს, ნაციონალია, `ოცნებაა~ თუ სხვა პარტიის წარომადეგენელი! ჩვენ არ უნდა გავიყოთ `ჩვენიანებად~ და `სხვისიანებად~! – აცხადებს გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი პაატა ბურჭულაძე.

„ვერსიის“ ჟურნალისტის კითხვაზე, ხალხი მასში ახალ მესიას ხომ არ ხედავს, მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი პასუხობს: ღმერთმა დამფაროს, რომ მესიობაზე ვიქფირო, მაგრამ საქართველო ფეხზე რომ დადგეს, ხელისუფლებაში ისეთი ძალა უნდა მოვიდეს, რომელსაც, პირველ რიგში, ხალხი უყვარს. ერთი სიტყვით, საქართველოს ფეხზე დაყენებას დიდი ამბავი არ უნდა! თუ სწორი ხალხი უხელმძღვანელებს და სწორი მიმართილებით წავა, საქართველო ფეხზე, შეიძლება, რამდენიმე წელში დადგეს. სხვანაირად, გეუბნებით, დავიღუპებით და ოთხი წელი კიდევ ასე რომ გაგრძელდეს, როგორიც დღესაა, მერე მართლა სასწაულის მოხდენა დაგვჭირდება! ეს ფონდიც ამიტომ დაარსდა და თუ მთავრობა ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალსიწინებს, კარგი იქნება, თუ არადა, საქმეს სხვანიარად წავიყვანთ!

გამოცემასთან საუბრისას, პაატა ბურჭულაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ პირობებზეც ამახვილებს ყურადღებას.

ვერ შევეგუები და როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში გაიხარო, როცა ამდენი გაჭირვებულია?! საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტმა სახელმწიფოსგან სოციალური დამხარება მოითხოვა, ესე იგი, ამ ქვეყნის 42 პროცენტი თავს ღატაკად თვლის და ამის შეგუება როგორ შეიძლება?! ასე კიდევ 4 წელი რომ გაგრძელდეს, ისე უკან წავალთ, რომ იქიდან ვეღარ გამოვალთ! ამიტომ, მინდა, ჩვენი მთავრობა ცოტა გამოფხიზლდეს და შიდა კინკლაობიდან მთელი აქცენტი იმაზე გადაიტანოს, ხალხი როგორ ცხოვრობს, თორემ ტელევიზიით ხალხის გართობით საქმე არ გამოდის!“, – აცხადებს პაატა ბურჭულაზე გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

banner
წინა სტატიაში„დამნაშავეები უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით” – დავით უსუფაშვილი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაზე
შემდეგი სტატია“გადაკვალიფიცირება რომ სჭირდება ამ საქმეს, ეს თვალსაჩინოა, ისეთი დაზიანებები აქვს ალექსი პეტრიაშვილს მიღებული”