პაატა ბურჭულაძე: არავინ შეეგუება იმას, რომ ვინმემ ჩაიდოს ჯიბეში ჩვენი ქვეყანა

“არავინ შეეგუება იმას, რომ ვინმემ ჩაიდოს ჯიბეში ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე საუბრობს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე იმყოფება.

“ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ მას დავიბრუნებთ. 4 ოქტომბერს, როდესაც უნდა, რომ ჩაატაროს ვითომ არჩევნები, ჩავატაროთ ყრილობა, ჩამოვიდეს მთელი საქართველო და დავიბრუნოთ ქვეყანა. 5 ოქტომბერს უნდა გავიღვიძოთ თავისუფალ საქართველოში. ვიყოთ ერთად, ბრძოლა ბოლომდე!, – ამბობს პაატა ბურჭულაძე.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფონზე, სამთავრობო კვარტალში პოლიციელების სრული მობილიზებაა. ტერიტორია საპატრულო პოლიციის და პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებით არის გადავსებული. ჯეეჯერობით უცნობია, რისთვის ემზადება შსს.

 

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა – „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: “იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ, მადლობა თქვენ!”