პაატა ბურჭულაძე: ამპარტავნებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჩვენ კვლევები არ გვჭირდება

პოლიტიკურ მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მის პარტიას კვლევები არ სჭირდება.

გადაცემა “პოლიტიკის” ეთერში პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მთავარი არის რეზულტატი, რომელიც მალე იქნება.

“ჩვენ იმდენად დარწმუნებულები ვართ ჩვენს თავში, ამპარტავნებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჩვენ კვლევები არ გვჭირდება. ჩვენი კვლევა არის ხალხთან შეხვედრები. დღევანდელ დღეს ვერავინ შეაგროვებს ამხელა აუდიტორიას, როგორსაც ჩვენ ვაგროვებთ. ეს წარმოუდგენელია. რაც შეეხება გუნდის ფორმირების პროცესს, ის გრძელდება, გვიერთდებიან ახალი სახეები. ჩვენი პარტია, როგორც პარტია, არავის დაუტოვებია. ვინც განაცხადა რომ დატოვა, არც ერთი მათგანი პარტიის წევრი არ ყოფილა. მე პარტიაში ვთხოვ მობრძანდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სუფთა წარსული აქვს და არის პროფესიონალი. ძალიან დიდი რიგია იმ ადამიანებისა, რომლებიც სხვა პარტიებიდან გადმოდიან ჩვენთან. ყველას ჩვენთან ყოფნა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სამი თვე დარჩა, დიდი სიფრთხილეა საჭირო. გვინდა რომ პარტიაში სუფთა ხალხი იყოს”,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატია“რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის საერთშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის შეზღუდვა საპარლამენტო დიპლომატიის დასასრული იქნება”