ოზურგეთში უცხოელი მოხალისე სცემეს

როგორც „გურიის მოამბე” იტყობინება, ქალაქ ოზურგეთის კულტურის ცენტრის ელექტროგიტარის მასწავლებელი, ლატვიელი მოხალისე კასფარს პუთრო რამდენიმე დღის წინ ქალაქ ოზურგეთში სასტიკად სცემეს.

გამოცემის ცნოიბთ, თავდამსხმელთა ვინაობა სამართალდამცავებისთვის ცნობილია, თუმცა ისინი დამნაშავეებს ხელს აფარებენ.

“გურიის მოამბის” განცხადებით, რედაქცია მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა კასფარს პუთროსთან დაკავშირებას, თუმცა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძიეს.

“კონფიდენციალური წყარო გვეუბნება რომ ლატვიელი მოხალისე თავად პოლიციას ყავს გადამალული.
მოვახერხეთ მხოლოდ იმის გაგება, რომ ნაცემი უცხოელი სამსახურს უკვე დაუბრუნდა. როგორც კულტურის ცენტრის დირექტორი გვეუბნება, კასფარს პუთრო ცენტრში გუშინ იმყოფებოდა. გვეუბნება იმასაც რომ, ის მომხდარის დეტალებით არ დაინტერესებულა და არც მისი საცხოვრებელი ადგილი იცის:

“არ ვიცი ახლა სად არის, არც ის ვიცი სად ცხოვრობს, გუშინ კი იყო სამსახურში და მეტს ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი საქმე რა სტადიაშია, ცოტა ნაცემი რომ იყო კი ვიცი, მითხრეს, მაგრამ დეტალებით არ დავინტერესებულვარ”-გვითხრა მან” -წერს “გურიის მოამბე.”

გამოცემის ცნობითვე, მათ შშს-ში დაუდასტურეს, რომ გამოძიება 125 მუხლით მიმდინარეობს (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ას ოთხმოცსაათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე ანდა ტუსაღობით ვადით ორ თვემდე).

banner
წინა სტატიაშიაშშ ჩრდილოეთ კორეას სანქციებს უმკაცრებს
შემდეგი სტატიასესიაშვილი: მანქანის გაქურდვის ადგილზე ჩემი შვილის ანაბეჭდები იყო, რადგან მანქანის პატრონთან მეგობრობს