ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

თვითმმართველი თემის ოზურგეთის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

​ოზურგეთში მერობისთვის ,,ქართული ოცნებიდან” ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იბრძვიან.
„ყველა უბანი დროულად გაიხსნა. ამ დრომდე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.”- აცხადებს # 60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენეიშვილი.

ოზურგეთში სულ 62 საარჩევნო უბანია და 62 290 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაქუთაისში ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ დაბალია