ოზურგეთში “თიბისი” ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის მიმდენარე ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ჯიხურების წინ “თიბისი” ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბანკის წარმომადგენლების ინფორმაციით,  ეს ბოლო დღეებში მათი კუთვნილი აპარატის გატაცების მეორე შემთხვევაა.

მისივე თქმით, გამტაცებლებმა ჯერ ელექტროსადენი გადაჭრეს, ვიდეოთვალი დააზიანეს და აპარატი შემდეგ გაიტაცეს, რომელიც დაამტვრიეს და მოშორებით დააგდეს.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გამოძიება.

ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, აპარატიდან რა რაოდენობის თანხა შეიძლება იყოს გატაცებული. ბოლო, ორი თვის განმავლობაში ოზურგეთში სწრაფი გადახდის აპარატების გატაცების ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაშიუამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება