ოზურგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩართულ ე.წ. “ქურდულ სამყაროს” ფინანსებით ილა კეჭაყმაძე უზრუნველყოფს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩართულ ე.წ. “ქურდულ სამყაროს” წარმომადგენლების საქმიანობას, კოორდინაციას, გურიის “რუხი კარდინალი” კახი კალაძის მარჯვენა ხელი ილა კეჭაყმაძე უწევს და ფინანსებით სწორედ ის ამარაგებს.

დღეს, დილის 8 საათიდან, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დაწყებიდან, ოზურგეთის ყველა საარჩევნო უბანთან ე.წ. “შავი სამყაროს” წარმომადგენლები დგანან და მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილისათვის ხმის მიცემას აიძულებენ.

ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ჭანიეთის საარჩევნო უბანტან ერთი ასეთი ჯგუფი დააფიქსირა, მათთან თბილისის მერის, კახი კალაძის გარემოცვის წევრი, ილა კეჭაყმაძე მივიდა, საკუთარი ავტომანქანით და ინსტრუქციები გასცა.

კეჭაყმაძე ჟურნალისტების დანახვაზე ადგილიდან ზეაწეული “ცერა თითით” გაიქცა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის საოლქო კომისიის მონაცემებით, მოსახლეობის აქტივობა პირველ ტურთან შედარებით, მაღალია
შემდეგი სტატიასალომე პრეზიდენტად–პუტინის პროექტია-დეკანოზი ილია ჭიღლაძე