ოზურგეთში პრემიერთან შესახვედრად ჩამოყვანილი ლანჩხუთელი პედაგოგები ავარიაში მოყვნენ

რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთი-ლანჩხუთის ავტომაგისტრალის გულიანის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს ოზურგეთიდან მიმავალი სკოლის ავტობუსი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
როგორც “გურიის მოამბეს” თვითმხილველებმა აცნობეს, ორთავე ავტობუსში დღეს ოზურგეთში პრემირ მინისტრთან შესახვედრად წაყვანილი პედაგოგები ისხდნენ.
შეჯახების შდეგად არავინ არ დაშავებულა. დაზიანდა მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის ავტობუსი დაეჯახა და საქარე მინდა ჩაუმტვრია.
ავტობუსი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საბაზისო სკოლას ეკუთვნის და მის ფუნცქციებში სკოლის ბავშვების მომსახურება შედის.
ავტობუსს ამავე სკოლის მასწავლებელი მართავდა.
“ქვიანის არასრული საბაზო სკოლის კუთვნილი ავტობუსი, რომელზეც აწერია, კიდეც სკლის ავტობუსი, შეეჯახა ერთ-ერთ მიკროავტობუსს, ჩამტვრეულია საქარე მინდა და დაზიანებულია კარები. ხრამში კინაღამ გადავარდით. არც გაჩერებულა ეს ავტობუსი ისე სწრაფად გააგრძელა მოძრაობა. მიკროავტობუსში პედაგოგები და რამდენიმე ჩიბათელი ვიჯექით. იყო ასევე კოორდინატორის ბავშვი. ლამის დაგვხოცა ყველა.ავტობუსს ქვიანის სკოლის პედაგოგი მართავდა. გულიანში მოხდა შემთხვევა. ჩვენი რაფის მძღოლი სამტრედიელი იყო, ისე სწრაფად გამოეკიდა ავტობუსს, მაგარი გადარჩენილები ვართ”-გვიყვება თვითმხილველი.
მისი თქმით, ლანჩხუთიდან ოზურგეთში დღეს რამდენიმე მიკროავტობუსი წამოვიდა, რომლითაც ადგილობრივები პრემიერთან შესახვედრად წამოიყვანეს.
ქვიათის სკოლის მასწავლებელი და სკოლის დირექტორის ქმარი, იური ფირცხალაიშვილი,
პრემიერმა დღეს ოზურგეთში, ოზურგეთისა და ლანჩხუთ-ჩოხატარის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატები არჩილ თალაკვაძე და თემურ ჭკუასელი წარადგინა.
ავტორი “გურიის მოამბე”

banner
წინა სტატიაშიტერორისტებისგან გამოქცეული მონაზონი მღვდლის მკვლელობის დეტალებს ყვება
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ფიქრია ჩიხრაძე: საჯარო განცხადებამდე, მარგველაშვილი პრემიერსა და შს მინისტრს შეხვდა