ოზურგეთში ორსართულიანი სახლი დაიწვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.

ღლონტების ექვსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მეზობლების თქმით, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როცა ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

ადგილზე გამოიძახეს სახანძრო სამსახურის ბრიგადები თუმცა, ხის სახლის ორივე სართული უკვე დამწვარი იყო.

ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის წარმომადგენლები.

მათი, თქმით, ოჯახს პირველ ეტაპზე ქირით გადაიყვანენ. ზარალის დათვლის შემდეგ კი, შესაბმისად გაუწევენ დახმარებას.

ამ დროისთვის დაუდგენელია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

banner
წინა სტატიაში“ნაცემია, სავარაუდოდ ქართველმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს” – აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიათამარ კორძაია – მერობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს