ოზურგეთში ორსართულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, საკუპრიას დასახლებაში, ორსართულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ტელევიზორის აფეთქებამ გამოიწვია.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაიწვა ორივე სართული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს შეძლებისდაგვარად დაეხმარება“, – განაცხადეს ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაში„ქართულ ოცნებას“ მივმართავ, ნუ დაიცავთ მურუსიძეებს, ჩინჩალაძეებსა და გვრიტიშვილებს, რადგან ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს-ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატიადავით კირკიტაძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 3 მაისს ჩაინიშნა