ოზურგეთში მოსწავლის ცემის ფაქტზე ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

ოზურგეთში, ანსამბლი “ორბის” ქორეოგრაფი კირილე (კიკალო) ყალიჩავა მოსწავლის ცემის ფაქტზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. დაშავებულ არასრულწლოვან ბიჭს ექსპერტიზა, სავარაუდოდ, დღეს ჩაუტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულ კაცს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლს ედავება.

კირილე (კიკალო) ყალიჩავა ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, სასამართლო მის აღკვეთის ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, ზეგ იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაში“მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება გვაძლევს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლებლობას” – მარკო რუბიო
შემდეგი სტატიაისრაელში რუსი ჯაშუში დააკავეს