ოზურგეთში მანქანა დაიწვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა დაიწვა. შემთხვევის დროს მძღოლმა მანქანიდან გადასვლა დროულად მოახერხა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი სადენებზე ცეცხლის გაჩენა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგომბორის უღელტეხილზე სიმაღლიდან მანქანა გადავარდა
შემდეგი სტატიაევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთებს სს ” საქართველოს რკინიგზა” დააკავშირებს