ოზურგეთში მამაკაცმა სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

ოზურგეთში მკვლელობა მოხდა. მკვლელობა გამთენიისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მოხდა. მამაკაცმა სახლში მყოფი სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ამ დროისთვის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ეძებენ.

“არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა. როგორც გავიგე, ქეიფობდნენ და შელაპარაკების დროს მოხდა მკვლელობა“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიტრამპის ბავშვობის სახლი ქირავდება
შემდეგი სტატიაგოგი ლორთქიფანიძე: „თბილისის გენგეგმა ფუჭი ოცნებაა!“