ოზურგეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

ოზურგეთში, „კოვიდ 19“-ის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული სოფელ ნაგორის მცხოვრებია.

„კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გვაქვს და იგი ოზურგეთში, ისევ ფაბრიკა „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება. ქალბატონი აღნიშნულ ფაბრიკაში მუშაობდა. იგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მორიგი დატესტვისას, მე-12 დღეს დაუფიქსირდა „კოვიდ 19“. მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა“, – აცხადებენ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

banner
წინა სტატიაში90-იან წლებში, გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
შემდეგი სტატია„როდესაც პანდემიის გამო ჩაკეტილ ქვეყნაში ყოველდღე 500 ახალი შემთხვევაა, ნიშნავს, რომ მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს“ – მამუკა ხაზარაძე