ოზურგეთში, ყოფილი გუბერნატორის, გია სალუქვაძის მეუღლის სახლი დაიწვა

ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე გურიის ყოფილი გუბერნატორის, გია სალუქვაძის მეუღლის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. რამდენიმე საათი გადაკეტილი იყო რუსთაველის ქუჩა, ადგილზე იმყოფებოდა სამი სახანძრო მანქანა და ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ხანძრის გაჩენის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარის გამო, მსუბუქად დაშავდა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელმაც ცეცხლმოდებული სახლიდან გამოსვლის დროს, მინის ნამსხვრევებზე ხელი დაიზიანა. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ორივე სართული ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში დანაშაულის აღრიცხვა არ ხდება, რაც გაცილებით მწვავე პრობლემაა – რატიანი
შემდეგი სტატიაკომპანიის თანამშრომლები, რომელმაც მეტრო “ვარკეთილში” რემონტი გააკეთა, დაკითხვაზე იმყოფებიან