ოზურგეთში კრიმინალური ავტორიტეტი, ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად ჯუმათა, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,_ ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს და წერს, რომ ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როცა ქელეხიდან გამოსული ჯინჭარაძე მასში ჩაჯდა.
მათივე ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა.
როგორც “ტაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება განზრა მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

















