17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

ოზურგეთში, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებს თავს დაესხნენ

ოზურგეთში, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებს თავს დაესხნენ.

გურიანთაში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს დავით მჟავანაძეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, თათია ნიკოლაშვილს „ქართული ოცნების“ ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, როდესაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში მივიდნენ, სადაც „ოცნების“ მომხრეები სიებს ადგენდნენ;

დავით მჟავანაძის განცხადებით – „ჩვენ ვიმყოფებით გურიანთის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს შენობა გადაქცეული აქვს „ქართული ოცნების“ შტაბად. გვაქვს უამრავი მტკიცებულება – საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც აქ აქვთ დალაგებული და სპეციალურ სიებზე დადიოდნენ და სხვათა შორის, შემდეგ მოქალაქეებზე და ამომრჩევლებზე უნდა იძალადონ. მოვედით და არც მეტი, არც ნაკლები თავს დაგვესხნენ და ამ თავდასხმის მტკიცებულებებიც გაგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება და ამ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე.“ – განაცხადა დავით მჟავანაძემ

თათია ნიკოლაშვილის განცხადებით – „კადრები გადაღებული გვაქვს, შემდეგ ეს ძალადობა კვლავ გრძელდებოდა, მაგრამ ეს ვეღარ გადავიღეთ, რადგან ჩანს ვიდეოშიც, რომ ტელეფონი წაგვართვეს. ბოლო დღეებს რომ ითვლიან სწორედ იმ რეჟიმის ძალადობრივი ქმედებებია. გვაქვს სამართალდარღვევის ფაქტები და ყველა შესაბამის ორგანოს მოვუწოდებთ რეაგირებისაკენ.“ – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა

banner
წინა სტატიაში“ოცნების” პრემიერმა აღარ უპასუხა შეკითხვას: “უქმნის თუ არა უხერხულობას, რომ საოკუპაციო ხაზთან აქამდე ნამყოფი არ არის”
შემდეგი სტატიაკობახიძე: რაც შეეხება თვითონ პარტიების გასამართლებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოში დასრულდეს ეს ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია პოლარიზაცია, რადიკალიზმი