25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, რომელთაგან ერთი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ოთხი მოზარდი სტაციონარში რჩება.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგარემოს ეროვნული სააგენტო: 27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიასაერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე, საქართველოში საწვავის ფასი კვლავ იზრდება