ოზურგეთში 41-ე უბანზე ერთი ზედმეტი ბეჭედი აღმოაჩინეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, 41-ე უბნიდან საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი სარჩელი დაიწერა.
დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს რეგისტრატორის ერთი ზედმეტი ბეჭედი, ამის შესახებ სარჩელი უკვე დაწერილია, დალუქულია ბეჭედიც.

აღნიშნულ უბანზე მეორე საჩივარი გადასატანი ყუითის სიებთან დაკავშირებით დაიწერა, როგორც კომისიის წევრი გვეუბნება, გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლები, პარალელურად ფიქსირდებიან სამაგიდო სიებში: “სამაგიდო სიებში მითითებული არ არის, ის ადამიანები, ვინც გადასატანი ყუთით სარგებლობს. ამაზედაც უკვე დავწერეთ საჩივარი”- აცხადებს გვითხრა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველოს აქტივისტის თქმით, “ოცნების” კანდიდატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
შემდეგი სტატია„პატრიარქს მარკირება არ გავუკეთეთ, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ“ – საარცევნო კომისიის თავმჯდომარე