ოზურგეთში 40 წლის მამაკაცი მოკლეს

news
ავტ.: news დეკემბერი 28, 2016 13:12

ოზურგეთში 40 წლის მამაკაცი მოკლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში გუშინ, გვიან ღამით მკვლელობა მოხდა.

ადგილობრივ ზ.ღლონტს, შელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარმა მეზობელმა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილმა 112-ს თავად დაურეკა, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შსს-ს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტზე ძიება 108-ე მუხლით დაიწყო, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობაც.

news
ავტ.: news დეკემბერი 28, 2016 13:12