ოზურგეთში 16 წლის მოზარდი სანადირო თოფით დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა ოზურგეთში – არასრულწლოვანი ყელის არეში დაჭრეს. ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა მოზარდს სანადირო თოფიდან ესროლა. დაჭრილი ახალგაზრდა თავდაპირველად ოზურგეთის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა. ახლობლებს არ აქვთ ინფორმაცია, რა შეიძლება გამხდარიყო დაჭრის მიზეზი.

შსს-მ გამოძიება 118-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქცია მარტვილის მერიასთან (ვიდეო)
შემდეგი სტატიამოსამართლეები – საერთაშორისო ორგანიზაციებს არასამთავრობოები მცდარ ინფორმაციას აწვდიან