ოზურგეთში 15 წლის გოგონას ეძებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მე-4 დღეა 15 წლის გოგონას ეძებენ.

გაუჩინარებული გოგონას ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს უკვე მიმართეს.

“ხან ბათუმში ჩადიოდა მამამისთან, მაგრამ ეს ამბავი ყოველთვის ვიცოდი და ორ დღეში უკან ბრუნდებოდა. ახლა კი არაფერი ვიცი მისი გაუჩინარების შესახებ. პოლიციაში ვიყავი და მითხრეს, რომ ყველაფერის გააკეთებენ, იმისთვის, რათა ჩემი შვილიშვილი მოძებნონ“, – აცხადებს გოგონას ბებია.
15 წლის გოგონას საკუთარი ტელეფონი არ აქვს, თუმცა, ბებია ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის მეგობრის ან ნაცნობის ტელეფონით ახერხებდა ოჯახთან დაკავშირებას, ამჯერად კი არაფერი იცის.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის თემაზე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„საქართველოს ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებს