ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობი სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში 65 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

გაირკვა, რომ დაღუპული ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობი და ყოფილი ადმინისტრატორი გია ფარსადანაშვილია.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამატებით დეტალებზე ექსპერტიზა ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი – ბიძინა ივანიშვილი გურიის ოკუპაციას განაგრძობს
შემდეგი სტატიალარის რეკორდული გაუფასურება – ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ფინანსურ მაქინაციებს არ გამორიცხავს