ოზურგეთის თეატრის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა

ოზურგეთის თეატრის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა.

ბიძინა ივანიშვილს აქციის წევრებმა დაპირებების შესრულება სთხოვეს.

აქციის ორგანიზატორმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი მჟავანაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი წლების წინ ის გურიის მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაპირდა, თუმცა ეს პირობა არ შეასრულა.

„ოზურგეთის მოედნიდან თქვენ იპოთეკარებს დაჰპირდით, რომ პრობლემებს მოუგვარებდით, თქვით, რომ თხილის ფასი 10 ლარი იქნებოდა, ასევე აღნიშნეთ, რომ თოთოეულ სოფელს 5 მილიონი ექნებოდა და პენსია 250 ლარი იქნებოდა“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი დაპირებები არ გაუცია და აქციის მონაწილეებს ვიდეოჩანაწერის წარდგენა სთხოვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაგოდერძი თევზაძე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისი მიმალვის საფუძველი შსს-ს და პროკურატურას არ გააჩნდა