ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე “ოცნების” დეპუტატი რუბლებით მივიდა

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში – სხდომაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციამ რუსული კანონის დაკანონება გააპროტესტა.

“ოცნების” დეპუტატი სხდომაზე რუსული რუბლებით მივიდა და ოპოზიციას ბრალდება აქეთ წაუყენა, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. ამის შემდეგ საკრებულოს წევრებმა სხდომა დატოვეს, სიტყვიერი დაპირისპირება დერეფანში გაგრძელდა.

ფრაქცია ენმ ოზურგეთის საკრებულოში ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა.

„ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად, რომელიც უკავშირდება გუშინ პარლამენტში მიღებულ რუსულ კანონს, დაგვეტოვებინა საკრებულოს სხდომა და გამოგვეცხადებინა ბოიკოტი და ამ განცხადების გაკეთება გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც
ყოველთვის “ქართული ოცნების” და უკვე კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა არ მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ ეს გვეთქვა და ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული ფორმა გამოგვეხატა და სიმბოლური იყო ის, რომ ისინი გამოცხადდნენ რუსული რუბლებით. მე მათ მოვუწოდებ, რომ რუსული რუბლები შეინახონ, რადგან მათ დასჭირდებათ, ვეღარ იფრენენ დასავლეთის ქვეყნებში და როდესაც მოუწევთ წითელ მოედანზე წასვლა, აუცილებლად დასჭირდებათ იქ ეს რუსული რუბლები.” – განაცხადა ენმ-ის წევრმა, დავით მჟავანაძემ.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში – ოპოზიციამ პოლიციელების მიერ ნაცემი ადამიანების ფოტოები გამოფინა
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – ღალატთან და აგენტობასთან ერთად სალომე ზურაბიშვილის უვიცობაც დადასტურდა