ოზურგეთის საკრებულომ ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა

ოზურგეთის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე დასრულდა.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ურთიერთდაპირისპირების გამო რამდენჯერმე შეწყდა, თუმცა საბოლოოდ საკრებულომ 28 ხმით 15 წინააღმდეგ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

ოზურგეთის ბიუჯეტი 27 814 000 ლარია. დეპუტატებს პრიორიტეტები მერმა გააცნო. როგორც ავთანდილ თალაკვაძემ თქვა, პრიორიტეტია: ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლება და ჯანდაცვა. მოეწყობა მწვანე სივრცეები, განახლდება არსებული პარკები და ავტოპარკი.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ ბიუჯეტი არ არის მორგებული რეგიონის საჭიროებებზე და კონკრეტული პროექტებისთვის განსაზღვრული თანხები არარეალურად გაზრდილია.

ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობენ მართველი გუნდის წევრები. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ოპოზიციის განცხადებები ცილისწამებაა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას ბაღდადთში ორი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიანიკა მელია: ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!