ოზურგეთის საბილიარდოში ნაცემი პოლიციელი ბიძინა ივანიშვილის მამიდაშვილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

5 მაისს, საღამოს, ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საბილიარდოში ნაცემი ორი სამართალდამცველიდან ერთი, სოსო სულაბერიძე ბიძინა ივანიშვილის მამიდაშვილია. – ამის შესახებ “გურიის მოამბე” იტყობინება.

სულაბერიძე, კიდევ ერთ ნაცემ პოლიციელთან ერთად გუშინ “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკის დირექტორი, დავით მდინარაძე “გურიის მოამბესთან” ამბობს, ერთ-ერთ მათგანს, შუბლზე ნაკაწრი აღენიშნებოდა, მეორეს კი ცხვირის ძვლის მოტეხილობა.
მომხდარზე სამი პირია დაკავებული, რომლებიც ამ დრომდე არ დაუკითხავთ.
დაკავებულთაგან ორი ადრე ნასამართლევია, ერთ-ერთს მათგანს კი სამწლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცები ოზურგეთში, საბილიარდეში იმყოფებდნენ, ხოლ ორი სამართალდამცველი შენობაში მას შემდეგ შევიდა, რაც ხმაურისა და გინების ხმა გაიგონეს. პოლიციამ ახალგაზრდებს წესრიგისის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცის დამატებითი ეკიპაჟები, დაშავებულები კი საავამდყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია.
გამოძიება 253-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძლადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დადასტურებაა”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებას ულოცავს