8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლაითურის ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლაითურის ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა.

ამის შესახებ გამოცემა გურიის მოამბე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პატიმარი ა. მ, რომელიც სასჯელს ლაითურის ციხეში იხდის, ბადრაგმა, ძალის გამოყენებით გააუპატიურა, შემთხვევა ამ დღეებში, ლაითურის ციხეში მოხდა” – უთხრა გამოცემას წყარომ.

გურიის მოამბე ასევე წერს, რომ ამის შესახებ დაზარალებულმა ოჯახს უკვე აცნობა, თუმცა ისინი, განსაკუთრებით პატიმრის მამა, სპეცსამსახურებისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ წუთებშიც განსაკუთრებული ზეწოლისა და წნეხის ქვეშ არიან და მისგან ფაქტის მიჩქმალვასა და რეაგირებაზე უარის თქმას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაში“სტრატეგია აღმაშენებელი“: ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა დარტყმაა ქართულ სახელმწიფოზე
შემდეგი სტატიაყაველაშვილმა საქსტატის 5 თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა