ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გერმანიის ფედერალური მთავრობისგან საბავშვო ბაღებისთვის გრანტს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში “ქართული ოცნება” გერმანიას შეთქმულების თეორიებში ადანაშაულებდა, ირკვევა, რომ მის მთავრობას დახმარება ოფიციალურად სთხოვა.
საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილეს, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო, სამანდატო-საპროცედურო, იურიდიული და ეთიკის კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომელიც საკრებულოს მორიგ სხდომაზე უნდა გავიდეს.
საუბარია საბავშვო ბაღებისთვის გრანტის მიღებაზე, რაც შეეხება როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრს, ისე სოფელ ცხემლისხიდის საბავშვო ბაღს.
აღნიშნილი პროექტი ეხება თანხმობის გაცემას ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის და სოფელ ცხემლისხიდის საბავშვო ბაღისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გრანტის მიღების თაობაზე, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ქართული სახლმწიფოს მასხრად აგდებასა და ექსტრემიზმის მხარდაჭერაში არაერთგიზ დაადანაშაულა.
















