ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდების იდეების მხარდაჭერას იწყებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 30, 2020 15:09

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდების იდეების მხარდაჭერას იწყებს

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“-ს ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდების თვითგამოხატვის უფლების მხარდაჭერას ემსახურება თვითმმართველობაში, დღეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა ჩხიკვიშვილმა, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს წარუდგინა.

საკრებულოში უკვე წლებია „თვითმმართველობა განათლებისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობები ხორციელდება, სწორედ „თვითმმართველო განათლებისთვის” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ონოვაციური პროექტი ,,სასკოლო ლიტერატურა“ გახდა ინსპირაცია ახალი პროგრამის, რომლისთვისაც 2020 წლის ბიუჯეტში 50 ათასი ლარი გამოიყოფა.

პროგრამის სახელწოდებად „თვითმმართველობა განათლებისთვის“ შეირჩა, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და რეალიზებას, შესაძლებელი გახდება ახალგაზრდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობა, მათი იდეების მხარდაჭერა.

საწყის ეტაპზე პროგრამის შესახებ ახალგაზრდების მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, საკრებულო და მერია კოორდინირებულად საინფორმაციო კამპანიას გეგმავს. პროგარმის ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდები 12 დან-30 წლის ჩათვლით.

„ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზრდის, მათ ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. საკრებულოსთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სტიმულირება განათლების მიმართულებით. აღნიშნული პროგრამა მმართველი ფრაქციის რიგით მეორე ინიციატივაა, გრანტოსანი მოსწავლეების დაფინანსების შემდეგ, რომელიც სრულად არის მორგებული ახალგაზრდების საჭიროებებზე, ამ მხრივ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.

პროგრამა „თვითმმართველობა განათლებისათვის“ ბიუჯეტში, ცვლილების შედეგად, უახლოეს პერიოდში აისახება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 30, 2020 15:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,087
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics