ოზურგეთის მერის წარმომადგენელი: თუ საჭიროება მოითხოვს მზად ვართ ხალხის ევაკუაციისთვის

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში 8 ჰექტარი ტყე იწყვის – ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფელში მერის წარმომადგენელმა სერგო ლეჟავამ განუცხადა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი კერა დასახლებიდან ნახევარ კილომენტრში მდებარეობს, შესაბამისად, მობილიზებულია ყველა სამსახური, რომ დროულად მოხდეს ამ კერების ლიკვიდაცია.
მერია წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, მოსახლეოვის ევაკუაციაც მოხდება და ამისთვის ყველა უწყება მზადაა.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის თქმით, მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და გომში ხანძრის ჩაქრობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, გომში ხანძრის ჩაქრობის პროცესში 80 მეხანძრე მაშველი და ორი ვერტნფრენია ჩართული

 

https://youtu.be/emPC9CnOOq4

 

banner
წინა სტატიაშიიტალიის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
შემდეგი სტატიაგენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა