ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს.
პაატა კუნჭულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა, ამის შესახებ ოზურგეთის ყოფილმა მერმა Facebook სტატუსით განაცხადა.
„ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა…“ – დაწერა კუნჭულიამ.
ადგილობრივი ოპოზიცია კუნჭულიას გადადგომას ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან დაპირისპირებას უკავშირებს.
ოზურგეთის მერის მოვალეობას ახლა ბექა ჩხიკვიშვილი ასრულებს.















