27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ოთო ფარულავა: რეგიონებში ხალხის ფული “სამეფო კარის მომღერლების და მასხარების კონცერტებში“ იხარჯება

“ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ოთო ფარულავამ გადაცემა “რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ რეგიონებში ხალხის ფული “სამეფო კარის მომღერლების და მასხარების კონცერტებში“ იხარჯება, რომელსაც გამარტივებული ხელშეკრულებებით იგებენ.

,,ქვეყანაში ფეოდალური მმართველობაა, პატარა ბიძინა ივანიშვილებია რაიონებში, მათი კლანი და გარემოცვა მდიდრდება, ისინი იგებენ გამარტივებულ ხელშეკრულებებს. მუნიციპალიტეტის ფული ადამიანებს რომ უნდა მოხმარდეთ, იცით, რაში იხარჯება? ისედაც ვიცით, რომ სამეფო კარის მასხარები და მომღერლები ბევრ ბენეფიტს იღებენ, ხელისუფლების მხრიდან, ჩამოტარებით ჰყავთ საკუთარი მომღერლები რეგიონებში, მაგარტივებული წესით უფორმებენ ხელშეკრულებებს და შემდეგ რაღაც სასაცილო კონცერტებს ატარებენ, სადაც “ოცნების“ პარტაქტივი ამობილიზებს ხალხს და იძულებით ასწრებენ ამ კონცერტებს, – ამბობს ფარულავა.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქის განცხადება Tresiba®-ის შესახებ: კითხვები, რომლებიც საჭიროებს შეფასებას
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიას ექიმი: კონსილიუმის შემდეგ რადიოლოგიური კვლევების ორგანიზებას დავიწყებთ