ოთო კახიძე: სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება პარანოიაა, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე სუს-ში “თავისუფალი ზონის წევრების დაკითხვას ეხმაურება.
მისი თქმით, „სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება არის პარანოია, რომელიც ხელისუფლებას აქვს”.
„სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება არის პარანოია, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს. ეს დაიწყო ჭიკაიძის „საბურავების რევოლუციით“ და გაგრძელდა იმით, რომ „რუსთავი 2“-ის შენობაში თუ როგორ უნდა მოეწყოთ გადატრიალება, ახლა მიუხედავად იმისა, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ უბნებზე ყველაფერი დამტვრეული იყო, კიდევ აქეთ იშვერენ ხელს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას აბრალებენ ყველანაირი სამხილის გარეშე, ეს აბსურდია“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „თავისუფალი ზონის“ სამი წევრი დაკითხვაზე იმყოფება.
დაკითხვა შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლს, რაც სახელმწიფო გადატრიალების საქმეს ეხება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე დიდთოვლობის გამო მოძრაობა აკრძალულია